ბაია გადაბაძე პროკურატურაში დაიბარეს

“მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე პროკურატურაში დაიბარეს. გადაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ის უწყებაში 16:30 საათისთვის უნდა მივიდეს.
ბაია გადაბაძის პროკურატურაში დაბარება მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, გადაბაძე მის მიმართ დევნაზე საუბრობს.

Comments
Loading...