ბაია გადაბაძე: წარწერა „მაესტრო“ არ იქნება, ცისფერი ბურთი იქნება

ორშაბათიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ სახელის გარეშე იმუშავებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებულმა ბაია გადაბაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც შპს „TV მაესტრო“-ს მფლობელმა ილია კიკაბიძემ სტუდია მაესტროს განცხადებით მიმართა და მისი სავაჭრო ნიშნის ქვეშ არსებული ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერება მოითხოვა.

გადაბაძის თქმით, ეს მისი ბოლო კანონიერი ბრძანებაა.

„მე მივეცი ჩემ თანამშრომლებს ასეთი მითითება, რომ ორშაბათს მოიხსნას ლოგო ეთერიდან. ეს არის ჩემი ბოლო კანონიერი ბრძანება რაც გავეცი. წარწერა „მაესტრო“ არ იქნება და ცისფერი ბურთი იქნება“, – განაცხადა გადაბაძემ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა, რასაც არხის წილებთან დაკავშირებით დავა მოჰყვა.

Comments
Loading...