ბაკურ ბაკურაძე:ძალიან დავიღალეთ ბატონო დონალდ თქვენგან დემოკრატიის სწავლებით!

საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი – თქვას, რომ საქართველო მზად არ არის, – ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა დონალდ იენსენმა “ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას ბაკურ ბაკურაძე საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

” ბატონო დონალდ!

ერთი ჩვენ გვკითხეთ როგორ დავიღალეთ დასავლური დემოკრატიების “ფირფიტების ტრიალითა” და ორმაგი სტანდარტით 25 წლის მანძილზე საქართველოსთან (და არა მარტო) მიმართებაში.
საქართველო დღეს ასრულებს NATO-ს და “ევროკავშირის” წევრი ქვეყნების და ზოგიერთ შემთხვევაში, მათზე უფრო მეტ ვალდებულებებს (ჩვენ აშშ-ს შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტიგენტით ვართ წარმოდგენილი ავღანეთში და ა.შ.), თუმცა ეს ორგანიზაციები “ღია კარშიც” კი არ გვიშვებენ დღემდე. ამას არ აკეთებენ დასავლური სახელმწიფოები და გადასარევად იცით რატომაც (რუსეთთან რომ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა).
შესანიშვავი მაგალითი დასავლური დემოკრატიების თანადგომისა 1990-იანი წლები, 2008 წლის აგვისტოა და საერთოდ სუბიექტურობაში რომ არ ჩამომართვათ,ამის სულ ბოლო და ნათელი დადასტურება უკრაინა და ყირიმია.
დასავლეთის განცხადებები და ქმედებები გვაჩვენებს ჩვენ, თუ როგორ გაღელვებთ ჩვენი ინტერესები, მაშინ როდესაც თქვენს ინტერესებს თუნდაც 1% შეიძლება შეექმნას საფრთხე. ეს აბსოლუტურად გასაგებია, ყველა ქვეყანა უნდა ზრუნავდეს და იბრძოდეს საკუთარი სახელმწიფო და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამავე დროს გვიბიძგებთ (ან თავს ისულელებთ, ან ცდილობთ ჩვენ გაგვასულელოთ), რომ თავით გადავეშვათ სუპერსახელმწიფოსთან ბრძოლაში, რაც ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის, ეკონომიკის განადგურების, გაყინული კონფლიქტების და მუდმივი არასტაბილურობისა და სიდუხჭირის მდგომარეობაში გვაგდებს!
ბატონო დონალდ!
შემახსენეთ თქვენს ქვეყანაში ბოლოს როდის მოკლეს ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ფერადკანიანი იყო?… და ნუ დაგვიწყებთ ახლა საუბარს იმაზე, რომ თქვენ ეს გადალახეთ, გამოასწორეთ და ამის ნათელი დადასტურება ბარაქ ობამაა.
ამაზე ისაუბრეთ, ამით იამაყეთ სხვაგან, ნუ დაიწყებთ ამით ტრაბახს ქართველთან, ჩვენთვის ეს გაუგებარია!
ჩვენთვის გაუგებარია დემოკრატიულ სახელმწიფოში როგორ შეიძლება, XX-XXI საუკუნეში დღისით, მზისით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ფერადი კანის გამო მოკლა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მკვლელს კანონი იცავდეს!
დიახ თვენ ეს გამოასწორეთ, თუმცა ვინც ამის გამოსწორება დაიწყო ისიც მოკალით!
თქვენ სხვა ქვეყნის, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში დააპატიმრეთ და თქვენს ციხეში გამოკეტეთ!
ძალიან დავიღალეთ ბატონო დონალდ თქვენგან დემოკრატიის სწავლებით!
თუ შეგიძლიათ ვითანამშრომლოთ თანაბარ სიმაღლეზე, ვისაუბროთ თანაბარი ტონით, გავაგრძელოთ ურთიერთობა პარტნიორულად და ურთიერთპატივისცემით.
არ გშვენით “დემოკრატიის აკვნის” წარმომადგენელს ზემოდან ყურება მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ხომ არ გამადლით, რომ როდესაც ქართული დამწერლობა შეიქმნა ა.შ.შ კი არა ევროპის უდიდეს ნაწილი ჯერ კიდევ ხეებზე იჯდა?!
საქართველო პატარა, თუმცა თავმოყვარე და ღირსეული ქვეყანაა, რომელისგანაც დღესაც შეუძლია დასავლურ დემოკრატიებს ტოლერანტობისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობების სწავლა!
2016 წელს ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩვენები ტარდება და საქართველო ძალიან მალე კარგად აუხსნის დასავლეთსაც და რუსეთსაც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო და კანონიერ ინტერესებს და ღირსეულად დაიცავს მათ!”

Comments
Loading...