ბაკურ ბაკურაძე:მინისტრის სკამი ამ ქვეყანაში რატომ გადაიქცა სასწავლო დაწესებულებად?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბაკურ ბაკურაძე გამოეხმაურა:

ლავროვთან შეხვედრისათვის საკმარისი კომპეტენცია არ აქვს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსო განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
რა ვქნათ ახლა ლავროვის გადადგომა მოვითხოვოთ ჩვენ?
ჯერ პატარაა ჩვენი მინისტრი (არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს პიროვნულად ამ ბიჭთან, საერთოდ არ ვიცნობ ) და ვერ გამოვუშვებთ შეხვედრაზე თქო?
მე დავამტკიცე ეს მთავრობა?
მინისტრის სკამი ამ ქვეყანაში რატომ გადაიქცა სასწავლო დაწესებულებად?
ეს თედო ჯაფარიძეს გამოუშვებთ თქვენ გენაცვალეთ რაღაა? რა სტატუსით? ჩაგივლიათ საერთოდ დიპლომატიურ პროტოკოლთან ან ეტიკეტთან?
ღმერთო გვიშველე!:))))))))))))))))))
P.S.ყოველდღიურად რანაირად ახერხებს ეს ხელისუფლება ჩემს გაოცებას გამოუცნობია. დღეს იმისთანას იზამენ ან იტყვიან თითქოს აი მეტი რაღა უნდა ქნან თქო, თუმცა მეორე დღეს იმისთანას შვებიან და მეტყველებენ, რომ გუშინდელი ვის ახსოვს:))))))))


წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე, ბაკურ ბაკურაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.