ბაკურ სვანიძე ბურჭულაძეზე: აკეთეთ თქვენი ბინძური საქმე ისე, რომ პატრიარქს ნუ გარევათ ამაში

“შთაბეჭდილება მრჩება – ეს კაც-ბანი, იმ დონის ნაძირალაა, რომ პატრიარქის სახელით სპეკულირებასაც არ მოერიდება! ამის ტენდენციები უკვე შევნიშნე.

“ბურჭულაძის უკან დგას პატრიარქი” – დაახლოებით ასეთი შინაარსის “არგუმენტებს” მწერენ ადამიანები, ვინც პატივცემული მსოფლიო ბანის “ნაცებთან” ჩახუტების “გაპრავებას” ცდილობს.

ხალხო! პატრიარქი არავის “უკან” და “წინ” და “გვერდით” არ დგას ქართველი ხალხის გარდა!
პატრიარქის ასეთი “პრივატიზება” პაატა ბურჭულაძის მხრიდან არის კიდევ ერთი უტიფარი საქციელი!

პატრიარქს თავისი საქმე და საკეთებელი აქვს და ეს საქმე ყველაზე ნაკლებად არის პოლიტიკური ლიდერებისა თუ პარტიების კურთხევა!

აკეთეთ თქვენი ბინძური საქმე ისე, რომ პატრიარქს ნუ გარევათ ამაში”

-წერს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...