ბანკის თანამშრომელი: ძარცვის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

თბილისში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა პეკინის გამზირზე მოხდა.

“ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა რაოდენობის თანხაა გატაცებული, უნდა აღვრიცხოთ. არავინ დაშავებულა, რაც მთავარია. ძარცვის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მძარცველს იარაღი ჰქონდა, მაგრამ სავარაუდოდ, ის ნამდვილი არ იყო“,– განაცხადა ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ნატო ბოჭორიშვილმა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა „პროკრედიტ ბანკის“ საქმეზე,ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

Comments
Loading...