ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ ობამა ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

განცხადების თანახმად, ობამასა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, 10 ნოემბერს შედგება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი ბარაკ ობამასა და აშშ-ს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კაბდიდატ ჰილარი კლინტონს შორისაც შედგა.

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად “რესპუბლიკელი” დონალდ ტრამპი აირჩიეს. მისი კონკურენტი “დემოკრატიული პარტიიდან” ჰილარი კლინტონი იყო.

Comments
Loading...