ბარაქ ობამა: აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს!

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს. ობამა საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტ ობამას განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:

„ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე. აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს. ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარ ტერაქტებს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

Comments
Loading...