ბარაქ ობამა თურქეთში ოცეულის სამიტის გახსნას დაესწრება

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა თურქეთში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი დღეს დიდი ოცეულის სამიტის გახსნას დაესწრება.

სამიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩატარდება და ძირითადი მსჯელობა , სავარაუდოდ, პარიზის ტერაქტების ირგვლივ წარიმართება. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მსოფლიო თანამეგობრობას ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობისკენ და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში შესაძლოა, გაიმართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან.

Leave A Reply

Your email address will not be published.