ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ანგელა მერკელთან – ამერიკის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს მისი „ყველაზე ახლო საერთაშორისო პარტნიორი” უწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოლაპარაკებებს მართავს ახლო მოკავშირესთან, ანგელა მერკელთან მისი შემცვლელისთვის, დონალდ ტრამპისათვის ძალაუფლების გადაცემამდე გერმანიაში ბოლო ვიზიტისას.

 
BBC იუწყება, რომ როგორც კი ობამა ბერლინში ჩავიდა, მან და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მძლავრად იცავენ გლობალიზაციას.

 

 

მათ განაცხადეს, რომ მსოფლიოში, სადაც ეკონომიკა ისე სწრაფად ვითარდება, რასაც ოდესმე კი ჰქონია ადგილი, ერებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

 

 

(ობამა ბერლინში ოთხშაბათს, გვიან ჩავიდა)

 
მოელიან რომ ობამა მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის სხვა ლიდერებთანაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან და საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ხელმძღვანელებთან, სანამ პარასკევს პერუში გაფრინდება.

 
ოფიციალური ცნობით, ობამას მოლაპარაკებების საგანი მოიცავს კრიზისებს უკრაინასა და სირიაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკურ ვაჭრობას, ისევე როგორც შეერთებული შტატების არჩევნების შედეგებს.

 
ობამამ და მერკელმა წლების განმავლობაში მტკიცე პარტნიორობა გამოჭედეს, რაც არ წამხდარა იმის გამჟღავნების შემდეგაც, რომ ამერიკელი ჯაშუშები კანცლერის მობილური ტელეფონის ზარებს უსმენდნენ.

 
ობამამ მერკელს „ალბათ… ჩემი ყველაზე ახლო საერთაშორისო პარტნიორი“ უწოდა.

 
ტრამპი მათ საპირისპიროდ სასტიკი წინააღმდეგია გლობალური თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების და მიესალმა ივნისში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას. ამდენად, ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკასთან გერმანიის მომავალი ურთიერთობები ადვილი არ იქნება.

წყარო : guardian.ge

Comments
Loading...