ბარსელონას გარეუბანში ორი ქართველი საკუთარ სახლში მოკლეს

ქალაქ ტერასაში, რომელიც ბარსელონას გარეუბანში მდებარეობს, ახალი წლის ღამეს ორი ქართველი საკუთარ სახლში მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდათ, ბინაში, კი სადაც დანაშაული მოხდა, მათ გარდა კიდევ სამი ქართველი ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სროლის შემდეგ აივნიდან გადახტნენ და მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება კიდევ ერთ პირს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი არიან, რომლებიც სავარაუდოდ ასევე ქართველებმა მოკლეს. მოკლულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ძმების – კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ და ლაშა შუშანაშვილის ახლობლები არიან. სავარაუდო ინფორმაციით, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. მომხდარს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიცია იძებს.

6ff30d4488d4

Comments
Loading...