ბარსელონას სასამართლომ სტეპან ჩერნოვეცკი გირაოს გარეშე გაათავისუფლა

ესპანეთის სააპელაციო სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ამჟამად საქართველოში მცხოვრები ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟის, სტეპან ჩერნოვეცკის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ინფო 9“-ს ჩერნოვეცკის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტეპან ჩერნოვეცკის კატალონიაში ფულის გათეთრების ქსელის ხელმძღვანელობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა ედებოდა ბრალად.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ დაკავების პროტოკოლში „მტკიცებულებები არ იყო დეტალიზებული, დასაბუთებული და არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სავარაუდო დანაშაული დამტკიცებულიყო“. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩერნოვეცკი და კიდევ ორი უკრაინელი გაათავისუფლა, რომლებიც მასთან ერთად დააკავეს.

„ესპანეთის სააპელაციო სასამართლო სამი მოსამართლის შემადგელობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ჩემს შვილს სტეპან ჩერნოვეცკის წაუყენეს, არ იყო დასაბუთებული და სტეპანს ნება დართო ნებისმიერ დროს დატოვოს ესპანეთი ყველანაირი აკრძალვის გარეშე, მაგრამ ადვოკატებისთვის საქმე მხოლოდ ახლა დაიწყო.

სამართლიანობა სრულად უნდა აღდგეს და უნდა დაისაჯონ პროვოკატორები, ვინც პრესაში გაააბუქა საქმე და ვის გამოც უდანაშაულო ხალხი ერთი თვე ესპანეთის ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. სასამართლოს დასკვნა სრულად გამოქვეყნდება მაშინ, როცა დასრულდება მისი თარგმნა“, – განაცხადა ლეონიდ

Comments
Loading...