ბასილაშვილი ფედერერს შეხვდება!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში მსოფლიოს მესამე ჩოგან, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.
Australian Open 2016 ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში მესამე დიდი სლემის ტურნირია, რომლის ძირითად ბადეშიც მოხვდა.
მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩონს შეხვდება, ხოლო მეორე ნომრად განთესილი ბრიტანელის ენდი მარის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება.
საინტერესოა, რომ პირველივე წრეში ესპანელი რაფაელ ნადალი თავის თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება.
შეჯიბრი სტარტს 18 იანვარს აიღებს და 31-მდე გასტანს.

Comments
Loading...