ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

მანქანა მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი სატვირთო მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა.

Comments
Loading...