ბათუმის გვირაბთან ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ავტომანქანები შეეჯახნენ

ბათუმის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და 2 ავტომანქანა შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

წყარო  : kvira.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.