ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას kutaisitoday ავრცელებს.

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს. მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ინფორმაციაზე გამოყენებულია ნოდარ ლომჯარიას ფოტო, რომელიც სოციალური ქსელში გავრცელდა. ლომჯარიას ინფორმაციით, მატარებელს ცეცხლი ლანჩხუთამდე არმისული წაეკიდა. მიზეზი უცნობია.

Leave A Reply

Your email address will not be published.