ბათუმის მოსართავად გამოყენებულ ქოლგებს დაგეგმილზე ადრე ჩამოხსნიან

ბათუმობის ორგანიზატორების განცხადებით, ბათუმის ქუჩებში დაკიდებულ ქოლგებს ხვალ უკვე ჩამოხსნიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი დატოვება ერთი კვირის განმავლობაში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

ამის მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეებმა ბათუმობისთვის ქალაქის მოსართავად გამოყენებული ქოლგების ნაწილი მოიპარეს. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დილიდან, ფერადი ქოლგები მავთულებიდან დანის მეშვეობით მოხსნეს და წაიღეს. გავრცელდა შესაბამისი ფოტომასალაც.

ამავე თემაზე :„თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინნენ ქალები“

Comments
Loading...