ბათუმის სანაპიროებზე ზღვაში შესვლა კვლავ აკრძალულია

ბათუმის სანაპიროებზე წითელი ალმები ამ დრომდეა შენარჩუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა კვლავ აკრძალულია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროებზე სამ-ოთხბალიანი შტორმი ფიქსირდება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა ორ ბალამდე დაიკლებს.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შპს „ბათუმის წყალსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი.

უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

Comments
Loading...