„ბათუმის წყლის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქმეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა.

“ბათუმის წყლის” დირექტორის საკითხის შესწავლა ნოდარ ჯავახიშვილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იყო ბრალდებები, რომ რაღაც შეკამათების შედეგად ერთ-ერთი კვების ობიექტში წყალი შეწყვიტეს.

„ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დადასტურდება, მე მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დტოვოს თანამდებობა. აუტანელია და საერთოდ, ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს საკითხი დადასტურდება სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს იყოს უსფუძვლო ბრალდება, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას – მე მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს – ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც ვართ საჯარო სივრცეში, უნდა მივცეთ.მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არ.უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო

Comments
Loading...