“ბათუმობა-2016”-ის გალა-კონცერტზე ძლიერი წვიმის გამო მსმენელი არ მივიდა

“ბათუმობის” დასკვნით გალა-კონცერტს, რომელიც ანბანის კოშკთან გაიმართა, ძლიერი წვიმის გამო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო.

კონცერტი, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო, რეპერტუარი სპეციალურად “ბათუმობის” დღისთვის შეირჩა.

შეიცვალა სხვა ღონისძიებების ბათუმობის სადღესასწაულო ღონისძიებების ლოკაციაც, რომლებიც ორგანიზატორებმა, მემედ აბაშიძის გამზირიდან საზაფხულო თეატრში გადაიტანეს. გამოფენები და ადგილობრივი ბენდების კონცერტები სწორედ იქ გაიმართა. უამინდობის გადაიდო, გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნაც, რომელიც ბათუმობის ფარგლებში იყო დაგეგმილი.

წყარო: აიპრესი

Comments
Loading...