ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

ბათუმში, 13 წლის ანასტასია (ნასტია) ტონოკანიანს გუშინ, დღის 12 საათიდან ეძებენ.

ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებას მოუწოდებს: – 555 23 13 03

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინება არასრულწლოვანის დაკარვის შესახებ დილით შევიდა და მას კრიმინალური პოლიცია დილიდან ეძებს.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...