ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

ბათუმში, კლინიკა “მედინაში” 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა. როგორც „ინფო 9“-ს მეან-გინეკოლოგმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა.

დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, ახალშობილი ვაჟი წყვილის პირველი შვილია. ბავშვის მამა 60 წლისაა.

Comments
Loading...