ბათუმში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბრალდებულის ჩხრეკისას აღმოაჩნეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1971 წელს დაბადებული ლაშა კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 20,60612 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მეტადონის 11 აბი და 0,2224 გრ ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს).

Comments
Loading...