ბათუმში ძელსკამები ვანდალურად დააზიანეს

ბათუმში, ვარდების სკვერში ვანდალურად დააზიანეს და დაამტვრიეს ძელსკამები. აღნიშნული სკამების ახლით ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში მოხდება.

მსგავსი ფაქტები გასულ წელსაც რამდენჯერმე დაფიქსირდა ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში გახსნიდან მეორე დღეს იქნა განადგურებული ხე-მცენარეები და ინფრასტრუქტურა, ასევე ვარდების სკვერშიც რამდენიმეჯერ გამოვლინდა ვანდალური ფაქტი, სადაც აჩეხეს ნარგავები.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა, გუფრთხილდნენ ქალაქს და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

Comments
Loading...