ბათუმში, კლინიკის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა.

კლინიკა „მედინას“ მეხუთე სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მშობიარობის შემდგომი გართულებები ჰქონდა, რის გამოც, კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...