ბათუმში მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც, ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, „ნისანის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტომანქანის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევას მხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

info9.ge

Comments
Loading...