ბათუმში ნაცემი პედაგოგი გარდაიცვალა

ინციდენტი ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ახლოს მოხდა. 44 წლის მამაკაცი ქუჩაში, კომატოზურ მდგომარეობაში, რამდენიმე დღის წინ ნახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, ბათუმში კი სტუმრად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის გამოწვვევა) დაიწყო

Leave A Reply

Your email address will not be published.