ბათუმში ნურიგელის ტბა გაიყინა

ბათუმში ნურიგელის ტბა გაიყინა, მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ტეპერატურის ვარდნამ ქალაქს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ელექტროენერგია ამ დროისთვის 2000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება. საცხოვრებლის გარდა თოვლმა ზღვისპირა ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც დააზიანა, გრაფ სერგეევის აგარაკზე, რომელიც ერთი საუკუნის წინ არის აშენებული, გუმბათი ჩამოინგრა. ზაურ ახვლედიანი: “სააგენტო ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, არაერთხელ დავათვალიერეთ, რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ტენდერი გამოვაცხადეთ”. დაზიანებული სადენების აღდგენაზე კომპანია “ენერგოპრო” მუშაობს. დიდთოვლობისგან შექმნილი ვითარების შეჯამებისა და პრევენციული მოქმედებების დასაგეგმად აჭარის მთავრობა დღეს საგანგებო შტაბს შეკრებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.