ბათუმში პნევმონიით ორი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გიორგი კიკაბიძის განცხადებით, გრიპოზული პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

კიკაბიძის თქმით,  აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

როგორც საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის მაგვარი ჩივილებით კვლავ მაღალი რჩება, ხოლო დაგვიანებული მომართვიანობა და თვითმკურნალობა ფატალურად სრულდება.

„ყოველდღე დაახლოებით 30- მდე პაციენტი სხვადასხვა ჩივილებით მოგვმართავს, ეს იქნება სიცხის მომატება, ხველა. ამ პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები, ნახულობს ექიმი- თერაპევტი და თუ დასტურდება პნევმონიის დიაგნოზი, პაციენტები თავსდებიან თერაპევტულ განყოფილებაში, თუ მძიმე შემთხვევაა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაგვყავს.

გუშინდელი მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა ხუთი გრიპოზული პნევმონიით პაციენტი, სამწუხაროდ ორი მათგანი გარდაიცვალა, “- აღნიშნა გიორგი კიკაბიძემ

Comments
Loading...