ბათუმში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.