“ბატონი ნარმანია 2016 წელსაც ჩააფლავებს”

საკრებულოს ფრაქია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფრაქციის სხდომაზე დღეს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს ელოდებიან.როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ჯერ კიდევ წინა კვირას მოითხოვეს მისი მისვლა, თუმცა უცნობია მივა თუ არა დღეს ის ფრაქციის სხდომაზე.ოპოზიციას აინტერესებს დედაქალაქში განსახორციელბელი ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, რას გეგმავს კეთილმოწყობის სამსახური.”ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისში არსებულ საცობებთან დაკავშირებითაც აპირებენ საუბარს.

“2015 წელს დავით ნარმანიამ თავი დაგვამახსოვრა კორიფციით, ჩაგდებული პროექტებით და უხარისხდოდ შესრულებული სამუშაოებით. სამწუხაროდ ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება და ამაში ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება თუ უკვე გამოცხადებულ ტენდერებს გადახედავს. ყოველივე მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, ბატონი ნარმანია 2016 წელსაც ისევე ჩააფლავებს, როგორც მან ეს მოახერეხა 2015 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი შეკითხვაა ინფრასტრუქტურული კუთხით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი კუბლაშვილის პასუხები იქნება უფრო ადეკვატური, ვიდრე ბატონი ნარმანიასი” განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.

Comments
Loading...