“ბატონო ბიძინა, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები?” – ელისო ჩაფიძე

ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის წევრებს მიმართა. ელისო ჩაფიძის განცხადებით, მეშახეტეები საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათ მოეხსნათ შეღავათები, რომელიც ამ დრომდე არსებობდა. ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მეშახტეები უკვე რამდენიმე თვეა მასთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ის მათთან მარტო შეხვედრას არ აპირებს, რადგან სათქმელი მეშახტეებისთვის არაფერი აქვს. ელისო ჩაფიძემ ამ შეხვედრაზე მისი კოლეგები დაპატიჟა.

“რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე მინდა პარლამენტის ეს მაღალი ტრიბუნა გამოვიყენო იმისათვის, რომ მივმართო ჩვენი გუნდის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვლის და ვკითხო მას, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები?! მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ჩემი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ეს საკითხები არ მაქვს დაყენებული. კანონპროექტის ავტორებს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ბატონ გიორგი ჟორჟოლიანს, ბატონ გია ვოლსკის და ჩემი გუნდის ყველა წევრს, რომ მე არ წავიდე დღეს მარტო ტყიბულელ მეშახტეებთან. ჩვენ ვერ გავექცევით საკუთარ წილ პასუხისმგებლობას“, – განცახდა ელისო ჩაფიძემ.

ავტორი: ეკო მაღრაძე

Comments
Loading...