ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს გაერთოს, მოილხინოს

განათლების მინისტრი  ჯეჯელავა ტელეკომპანია “პალიტრასთან” სასკოლო პროგრამაზე საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს გაერთოს, მოილხინოს:

– ” შუა კლასებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რეპეტიტორები ჭირდებათ V-VI კლასელებს რაც არის წარმოუდგენელი და XI-XII კლასში აღარაფერი აღარ აქვთ საქმე, რაც პირიქით უნდა იყოს.

ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს გაერთოს, მოილხინოს, ცხოვრებისგან ისწავლოს და მეგობრებისგან ისწავლოს ბევრი რამე.

მაღალ კლასებსში უნდა იყოს აქცენტი აკადემიურ მოსწრებაზე. ჯერ-ჯერობით გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

წყარო :  ipress.ge
Comments
Loading...