ბავშვის წარმატებული მომავლის კრიტერიუმი

ფსიქოლოგებმა ბავშვის ხასიათის ის კრიტერიუმი დაასახელეს, რომელიც მომავალში წარმატების საწინდარი იქნება. გამოკვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Developmental Psychology, მოკლედ კი საიტი the Telegraph გვიყვება , რომ მთავარ კრიტერიუმად დასახელდა ბავშვის შემართება, მისი მტკიცე ხასიათი და ავტორიტარულ რეჟიმთან შეუგუებლობა.
მეცნიერები 1968 წლიდან აკვირდებოდნენ 745 ბავშვს, ბავშვების უმეტესობის ასაკი 11,9 წელი იყო და მათგან 49,9% გოგონა გახლდათ. კვლევის ბოლოს (2008 წელს) საშუალო ასაკი 51,8 წელი იყო, ქალების რაოდენობა კი 53,3%.
ექსპერტები აფასებდნენ , თუ როგორ გავლენას ახდენდა ბავშვების შემდგომ პროფესიულ წარმატებასა და შემოსავლის დონეზე მშობლების სოციალ-ეკონომიკური სტატუსი, ინტელექტი, სკოლაში აკადემიური მოსწრება , ქცევის ხასიათი (ყურადღება, ოპტიმისტური, თუ პესიმისტური განწყობები, პასუხისმგებლობა, წესების დაცვა და სხვ)
როგორც აღმოჩნდა პასუხისმგებლობის, დაუმორჩილებლობის, საკუთარი აზრის დაცვის უნარი მომავალში წარმატებული კარიერის კრიტერიუმები ყოფილა

Comments
Loading...