ბავშვობაში მისი მეტსახელი იყო “ანგელოზი” (მულტფილმის გმირი შრეკის პროტოტიპი)

იცოდით თუ არა, რომ ცნობილ მულტიპლიკაციურ გმირ „შრეკს“ რეალური ორეული ჰყავს? შრეკის შემქმნელმა უილიამ სტეიგმა, პერსონაჟი მორის ტიიეს მიხედვით შექმნა. შრეკის პროტოტიპი მოკრივე იყო. მორისი 14 ენაზე საუბრობდა, გამოირჩეოდა ინტელექტუალური შესაძლებლობებით, წერდა ლექსებსა და მოთხრობებს, შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს და მიუხედავად მისი ვიზუალისა და სიძლიერისა, საკმაოდ მოკრძალებული და მეგობრული ადამიანი იყო.


მორის ტიიე 1903 წელს რუსეთში დაიბადა და 1917 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა. ბავშვობაში „რეალური შრეკი“ არაფრით განსხვავდებოდა თანატოლებისგან. უფრო მეტიც, სახის სანდომიანი ნაკვთების გამო, მას „ანგელოზსაც“ კი ეძახდნენ. ყველაფერი 17 წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც მორისის იშვიათმა დაავადებამ, აკრომეგალიამ განვითარება დაიწყო. ეს ავადმყოფობა ადამიანის ძვლების არაპროპორციულ განვითარებას იწვევს, განსაკუთრებით კი სახის არეში.

სხეულის ამ საშინელი ტრანსფორმაციის გამო, მორისი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის ოცნებაზე – გამხარიყო მსახიობი. თუმცა „შრეკის“ პროტოტიპმა მიიღო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იყო და მისი ნაკლი უპირატესობად აქცია. ტიიე აშშ-ში გაემზაგვრა და პროფესიონალი მოკრივე გახდა. 1940 წელს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მას ვიზუალური მონაცემების გამო „რინგის საშიშ ორგსაც“ უწოდებდნენ, თუმცა მოგვაინებით მისი კეთილი ბუნებისა და სულიერების გამო, კვლავ „ანგელოზად“ მოიხსენიებდნენ.


სამწუხაროდ, მორისის ავადმყოფობა სულ უფრო პროგრესირებადი ხდებოდა და 51 წლის ასაკში ტიიე გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი განვლილი ცხოვრება ვაჟკაცობისა და გამბედაობის მაგალითია. სწორედ მორის ტიიე გახდა უილიამ სტეიგის შთაგონების წყარო, მულტიპლიკაციური გმირი “შრეკის” შექმნისას. მორისიც და შრეკიც, მიუხედავად მათი გარეგნული მონაცემებისა, კეთილები და გულადები არიან.

Comments
Loading...