ბავშვთა ექიმების სამეცნიერო კონფერენცია 17 ნოემბერს ჩატარდება

2015 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად,აღნიშნავს დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღეს და ატარებს სამეცნიერო კონფერენციას, დღენაკლულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი შემდგომი განვითარების პრობლემებზე.კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :ნეონატოლოგებს,პედიატრებს,ოჯახის ექიმებს,ბავშვთა ნერვოლოგებს,მეან-გინეკოლოგებს.
კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია უფასოა.
მისამართი: თბილისი,სასტუმრო “Holliday Inn”.

Leave A Reply

Your email address will not be published.