„ბავშვთა სამყაროს“ დემონტაჟი ხვალ დაიწყება” – „შენობაში ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული, მოვაჭრეებს შეეძლებათ შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა“

„ოქროს სამყაროს” კომერციული დირექტორის ამირან მარიამიძის განცხადებით, შენობის დემონტაჟი ხვალიდან დაიწყება.

„შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული. ამის შემდეგ მოვაჭრეებს შეეძლებათ ეტაპობრივად შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა.
ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ამჟამად თბილისის მერიაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ექსპერტები დადებენ წერილობით დასკვნას, იმის შესახებ, რომ შენობაში ამ ვითარებაში შესვლა არ შეიძლება, მაჭავარიანი წაიღებს დასკვნას მერიაში, სადაც შეხვედრა უკვე შეთანხმებულია, ხოლო თბილისის მერია მისცემს იმის უფლებას, რომ დაიწყონ შენობის დემონტაჟი”- განუცხადა ჟურნალისტებს მარიამიძემ.

interfactnews.ge

Comments
Loading...