“ბავშვთა სამყაროს” განვითარების პროექტი 2012 წლიდან არსებობდა

„ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შემდეგ საზოგადოებაში ბევრი ვერსია გაჩნდა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ „ბავშვთა სამყაროს“ განვითარების პროექტი ჯერ კიდევ 2012 წლიდან არსებობდა.

2012 წლიდანვე არსებობდა „ბავშვთა სამყაროს“ ვებ-გვერდი, სადაც ასახულია მისი განვითარების პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან 4 წელი გავიდა, საიტი დღესაც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. თუმცა, საიტის ბოლოში აღნიშნული სიმბოლო © მიგვანიშნებს, რომ ყველა უფლება დაცულია.

საიტზე არსებული რუბრიკების უმეტესობაში ინფორმაცია განთავსებული დღემდე არ არის. იგეგმებოდა თუ არა „ბავშვთა სამყაროს“ განახლება და აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, ეს ამ დრომდე უცნობია.

„აიპრესი“ „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას ცდილობს. მათი კომენტარის შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ipress.ge

Comments
Loading...