“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძარი კვლავ გაძლიერდა

“ბავშვთა სამყაროს” შენობიდან ამ წუთებში ისევ დიდი რაოდენობით კვამლი გამოდის. გარედან კარგად ჩანს, თუ როგორ ძლიერდება შენობაში ცეცხლი. როგორც ცნობილია, შენობის კონსტრუქცია დაზიანებულია და მისი ჩამოშის საფრთხე არსებობს, რის გამოც მეხანძრეებს შენობაში შესვლა აეკრძალათ და ცეცხლის კერების ბოლომდე ჩაქრობა ვერ მოხერხდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მიმდებარე ტერიტორიიდან ცდილობენ.

ხანძრის ახალი კერების გაჩენას „ბავშვთა სამყაროსთან“ შეკრებილთა პროტესტი მოჰყვა. მოვაჭრეები სახანძრო სამსახურის დამატებითი ბრიგადების მისვლას მოითხოვენ.

 

Comments
Loading...