BBC პარიზის ტერაქტების 10 ფაქტს აქვეყნებს

1. თავდასხმა, რომელმაც პარიზის ქუჩებში პანიკა გამოიწვია, 22:00 საათისთვის დაიწყო, მაშინ, როდესაც პარიზელები და ტურისტები ჯერ კიდევ გარეთ იყვნენ.
2. თავდასხმის ორგანიზატორებმა შეარჩიეს დასახლებული და ხალხით გადავსებული ადგილები: ბარები, რესტორნები, საკონცერტო დარბაზი და სტადიონი, სადაც საფრანგეთსა და გერმანიის გუნდებს შორის მატჩი მიმდინარეობდა.
3. პარიზში ტერაქტების სერიებს ყველაზე ბევრი ადამიანი საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანში” შეეწირა. 1500 კაციან დარბაზში, სადაც ამერიკული როკ-ჯგუფი Eagles of Death Metal უკრავდა, თავისუფალი ადგილები არ იყო. შეიარაღებულმა მამაკაცმა მაყურებლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და 80-მდე ადამიანი ჩაცხრილა.
4. შაბათს ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა განცხადება და პარიზში განხორციელებული სისხლიანი ტერაქტების სერია თავის თავზე აიღო. როგორც მათ განაცახდეს, ეს იყო პასუხი სირიასა და ერაყში დაბომბვებში საფრანგეთის მონაწილეობაზე.
5. ცნობილია, რომ შვიდივე ტერორისტი განადგურებულია. 6-მა თავი აიფეთქა, ერთი კი პოლიციელმა მოკლა.
6. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
7. ოლანდმა ტერორისტული საფრთხე მაქსიმალურ დონემდე აიყვანა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.
8. პარიზში ბევრი დაწესებულება დაიხურა, მათ შორის მუზეუმებისა და თეატრების უმრავლესობა. დაიკეტა ასევე „დისნეი ლენდი“ და სასწავლო დაწესებულებები. ასევე გადადებულია სპორტული ღონისძიებები და ქუჩებში შეკრებები.
9. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა საფრანგეთში.
10. მსხვერპლის რაოდენობით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერია, 2004 წელს მადრიდში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ევროპაში ჩადენილი ყველაზე მასშტაბურ თავდასხმაა.

თავდასხმების სერიის შედეგად პარიზში 129 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა, მათ შორის 90 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
რა არის ცნობილი საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმების შედეგად, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა „ომის აქტი“ უწოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.