ბედუკაძე ოპონენტებს სამშობლოს მტრებს უწოდებს

პოლიტიკური გაერთანება „ცენტრისტების“ ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე პარტიებს, რომლებიც მათ საარჩევნო კლიპს მოღალატეობრივს უწოდებს, თავად ადანაშაულებს მოღალატეობაში.

ამასთან, ოპონენტებს ის „არარაობებს“ უწოდებს.

„მინდა გავაფრთხილო „რესპუბლიკური პარტია“, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები – ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო.

თქვენ ყველა ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები.

ერთადერთი ადამიანი, ვის შეხედულებას, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი; ერთადერთი, ვისაც მე დავეკითხები, ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია მეორე.

დანარჩენები, არარაობები ხართ, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ“, – განუცხადა ბედუკძემ „ტვ პირველს“.

„ცენტრისტების“ საარჩევნო კლიპს, რომელშიც ისინი ამომრჩეველს რუსულ პენსიას და რუსეთის ბაზების დაკანონებას პირდებიან, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. კლიპის ჩვენება უკვე შეაჩერა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. პარტიის ოპონენტები კი, საკონსტიტუციო სასამართლოსგან „ცენტრისტებისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.

Comments
Loading...