ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში საელჩოს გახსნის

2016 წლის 20 დეკემბერს საქართვლოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.

ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვლადიმერ მაკეი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვლადიმერ მაკეი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს

Leave A Reply

Your email address will not be published.