ბელგიაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 70 ადამიანი მოიწამლა

ბელგიის ქალაქ ვავრში, კარტინგ- ცენტრში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 70 ადამიანი მოიწამლა. ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი სავარაუდოდ, ვენტილაციის სისტემის დაზიანება გახდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით,20 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 50 ადამიანი კი მსუბუქად მოიწამლა. დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Comments
Loading...