ბელგიაში ევთანაზიით ბავშვის სიცოცხლე ისტორიაში პირველად დაასრულეს

ბელგიელმა ექიმებმა ევთანაზიით ბავშვის სიცოცხლე ისტორიაში პირველად დაასრულეს. ამის შესახებ  Reuters იუწყება.

ევთანაზიასთან დაკავშირებით შექმნილი ფედერალური კომისიის წარმომადგენელმა ვიმ დისტელმანსმა განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის არ ასახელებს არც მის ასაკს და არც იმ დაავადებას, რომლის გამოც მისი ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბელგიაში ევთანაზია 2002 წლის შემდეგ არის დაშვებული. კანონი, ნებისმიერი ასაკის ბავშვის ევთანაზიის შესახებ კი, ქვეყანაში ორი წლის წინ მიიღეს. ამ მხრივ, ბელგია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში.

ცოტა ხნის წინ, ევთანაზია დაუშვეს კანადაში. ის, ასევე, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, შვედეთი და ნიდერლანდები.

Comments
Loading...