ბელგიის პროკურატურამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილის ახალი ფოტოები გაავრცელა

ბელგიის პროკურატურამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი ანის ამრის ახალი ფოტოები გაავრცელა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ანის ამრი ბრიუსელის რკინიგზის სადგურში თავდასხმიდან ორი დღის შემდეგაა დაფიქსირებული. ფოტოები სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებიდანაა ამოღებული.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, 24 წლის ანის ამრიმ გერმანია ჰოლანდიისა და საფრანგეთის გავლით დატოვა. სამართალდამცველებმა კი, ტერორისტი მილანში მოკლეს.

გარდა ამისა, გერმანეულმა პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებით, 26 წლის ტუნისელი მამაკაცი დააკავა.

ინფორმაციის თანახმად, ტუნისელმა მამაკაცმა თავდასხმის წინა დღეს ამრისთან ერთად ისადილა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ტერაქტთან კავშირი დაკავებულსაც ჰქონდეს.

Comments
Loading...