ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან აბუ დაბიში მიმდინარე შეჯიბრზე ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და არც ერთში მცირე პრობლემაც კი არ შექმნია. ბექამ ყველა დაპირისპირებაში იპონით გაიმარჯვა და ჯამში ხუთი შეხვედრის მოგებას 5 წუთი და 37 წამი მოანდომა. ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თავის კარიერაში მეოთხე მედალი მოიპოვა, რაც ვაჟებს შორის სარეკორდო შედეგია. მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებს შორის ბექა ღვინიაშვილის გარდა, ორ მედალზე მეტი არავის მოუპოვებია. წლეულს ბექა ღვინიაშვილმა ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.

ბექა ღვინიაშვილი 26 ოქტომბერს 20 წლის ხდება. ვულოცავთ, ჩემპიონობას, დაბადების დღეს და კიდევ ბევრ წარმატებას ვისურვებთ

https://www.youtube.com/watch?v=1zk6E_IxA8o

Comments
Loading...