ბექა შენგელია: ჩემს დაკავებას აპირებენ, ნაც-ზონდერები პოლიციაში მუშაობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი-მომავალი”-ის თავმჯრდომარე ბექა შენგელია შსს-ს საჯაროდ მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ ინტერვიუს ბექა შენგელიასთან, რომელიც ექსკლუზიურად საინფორმაცია სააგენტო “ემპრესისთვის” იქნა ჩაწერილი.

“ჩემი დაკავება მოხდება ამ დღებში მომაწოდეს ინფორმაცია დაახლოებით 5 წუთის უკან სანდო წყაროსგან მომივიდა ინფორმაცია მოუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციას და ნაც.ხროვის ზონდერებს მოუწოდებ რომ დაანებონ ჩემზე პოლიტიკურ ზეწოლებს და რაღაც სისულელების დაბრალებას წინაღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვამბობ!!! ”

რის საფუძველზე გგონიათ რომ აპირებენ თქვენს დაკავებას და ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია? 

ინფორმაცია სანდო წყაროს მეშვეობით გავიგე, ხოლო იმ ადამიანის სახელი და გვარი ნამდვილად არ შემიძლია დაგისახელოთ, რაც შეეხება მიზეზს ეს არის ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, რადგან ნაციონალურ მოძრაობას მე ვებრძვი ყოველთვის და გავაგრძელებ ამას აუცილებლად.

თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით შეიძლება მოხდეს თქვენი დაკავება? 

რათქმაუნდა, ჩემზე ძალიან ბევრჯერ განხორციელდა პოლიტიკური თავდასხმები, შანტაჟები, ასევე მინდა გითხრათ რომ ჩემი სურათი ნაციონალური მოძრაობის ოფისში კიდია და აწერია სურათის ქვევით – დასაჭერია.

პირდაპირ ვამბობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ ! დაანებოს ნამდვილ  პატრიოტ ადამიანებზე დევნას თავი  , ვინც “ქართული ოცნების”  მხარდამჭერები არიან, მე არავის იმედი არ მაქვს თქვენც პირდაპირ მოგმართავთ. ჩემი დაკავება მოხდება ამ დღეებში ზუსტად ვიცი სანდო წყაროებისგან და ასევე მოვუწოდებ საეთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ, “ნაცხროვის” ზონდერებს მოვუწოდებ, რომ დაანებონ ჩემზე პოლიტიკურ ზეწოლას თავი, თუ არადა ამ შემთხვევაში მე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვამბობ!!!

მე არ მაქვს არანაირი იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, იმიტომ რომ ნაც-ზონდერები ჯერ კიდევ პოლიციაში მუშაობენ.

საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას ბატონო ბექა? 

მერაბიშვილი თუ არის პატრიოტი და არის პოლიტიკურად დევნილი და პოლიტპატიმარი, გადახედეთ ჩემს ბიოგრაფიას, ჩემს მონაცემებს ყველაფერი დევს შსს-ს საქმეებში. ბექა შნეგელია და ჩემნაირები კიდევ არ არიან პატრიოტები? და გვეძახიან “ბიძინოებს” ეგრე არ შეიძლება. თუ არ გაითვალისწინებენ ჩემს გაფრთხილებას მე უკვე სერიოზული აქციების ჩატარებას ვაპირებ.

რამდენი ხანია რაც ხორციელდება თქვენზე, ე.წ. პოლიტიკური ზეწოლა? 

2002 წლიდან დღემდე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ვარ, და ამ ზეწოლის ავტორები ნაციოანლური მოძრაობის აქტივისტები არიან. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი როდესაც მათ ჩემზე ზეწოლა დაიწყეს, 2003 წელს როდესაც გავხდი სრულწლოვანი მე უკვე ვიყავი პირდაპირ ოპოზიციის წევრი, პარტიის წევრი და არასდროს ფულზე არ გავყიდულვარ ზოგიერთი პარტიის მსგავსად.

ვის გულისხმობთ ბატონო ბექა ? 

რესპუბლიკურ პარტიაზე მაქვს საუბარი, ვითომ პატრიოტებად ასაღებენ თავს და გველაპარაკებიან რაღაც ენაზე. მე მაქვს გავლილი 7 ნოემბერი 26 მაისი, კარვების ქალაქი და არასდროს მიმიტოვებია ჩემი ქვეყანა და არ გავსულვარ გვერდზე და ფული არ ამიღია.

კონკრეტულად რის საფუძველზე აპირებენ თქვენს დაკავებას როგორ ფიქრობთ? არის რაიმე მიზეზი? 

რათქმაუნდა პირველი ის არის, რომ ეწინააღმდეგებიან ჩემს შეხედულებებს, მეორე ის რომ ნაცმოძრაობა ის ზონდერები, პროკურატურაში ახლაც დევს ჩემი განცხადება ჩემს ცემასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ საერთაშორისო ორგაიზაციებს, რომ უზრუნველყონ ჩემი უსაფრთოება.

სპეციალურად საიტისთვის

სოფო ფიფია

 

 

 

Comments
Loading...