ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღვანდელ სასამართლო პროცესზე კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.
შენგელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ირმა ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება მას ედავება.
”მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, – განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.
მისივე თქმით, მარიამ ყოჩიაშვილს მან შთააგონა, რომ მისი დავალებების შესრულება იყო თავად მარიამ ყოჩიაშვილის სურვილი.