ბექა ვარდოსანიძე – ასეთი ეუროპის, ასეთი რეკომენდაციის და ღირებულებების დედა შ****ი!

ბექა ვარდოსანიძე საქართველოს შესახებ ევროკომისიის მოხსენებას ეხმაურება

მერე უკივრით რატო ასოცრიდება ეუროპა გარყვნილებასთან და ყოველგვარ უზნეობასთან მათვის მთავარი საქართველოს ხელისუფლება ყოფილა მთავარი და არა ის ვინც ეს ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში და მწუხარებას გამოხატავენ და რაზე თანაც, მაპატიეთ ვისაც გინდა გეწყინოთ მაგრამ მე როგორ რიგით მოქალაქეს ასეთი ეუროპის და ასეთი რეკომენდაციის და ღირებულებების დედა შ……..ი 🙂 ვისაც გინდათ გზა ხსნილია მამათვალობაზე და ათასგვარ გაუღმართებულ სქესობრივ ურთიერთობებზე, დისკუსიები აკლიათ სკოლაში ბავშვებს თურმე -წერს ვარდოსანიძე

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე ევროკომისიის მოხსენებას აქვეყნებს

გუშინ 1 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ. სადაც საქართველოს მთავრობას 23 რეკომენდაციას სთავაზობს.
მათ შორის:

1.”საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ კომისიას გვაცნობა რომ საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისათვის, არც სკოლებში და არც უნივერსიტეტებში. დისკუსია ჰომოსექსუალიზმის არსებობაზე არ არის ჩართული სკოლის სასწავლო პროგრამებში. ლგბტ საკითხებზე ბალანსირებული და ობიექტური სწავლების არარსებობის გამო მოსწავლეები მოწყვლადნი რჩებიან ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის მიმართ.
ევროპული კომისია იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტ- სადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში. ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად.”

2. “ამჟამად საქართველოში არ არის აღიარებული რაიმე სახის ერთსქესიანი პარტნიორობა. ეს იწვევს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას სოციალურ უფლებათა სფეროში. ამ მხრივ, ECRI ხელისუფლების ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე CM/Rec(2010)5 წევრი სახელმწიფოების მიმართ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძვლებზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ.
სქესის შეცვლის ოპერაციის კრიტერიუმები ბუნდოვანია და არ არის სტანდარტიზებული. ასევე არ არის ცხადი მოთხოვნები ახალი გენდერული იდენტობის ცნობასა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ცვლილებასთან მიმართებით. ECRI განსაკუთრებულად ამახვილებს ხელისუფლების ყურადღებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2048 (2015) რეზოლუციაზე.
ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს სქესის შეცვლის პროცედურებსა და მათ ოფიციალურ აღიარებასთან მიმართებით.”

გარდა ამისა, ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში:

საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა“, ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება“ უწოდა.
საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თურქი მესხებისთვის რეპატრიაციასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მიიღოს;
წუხილია გამოთქმული, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს სადავო ტაძრებს არ უბრუნებს;
საქართველოში თურმე აჭარელ მუსლიმებს თურქეთის აგენტებად მიიჩნევენ;
გაზეთი “ასავალ-დასავალი” მოხსენიებულია როგორც პროვოკაციული როტორიკის მატარებელი გაზეთი; გაზეთი “ალია” და ტელეარხი “ობიექტივი” კი დადანაშაულებულია ქსენოფობიაში. იძლევა შემდეგ რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან აღარ განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში.

Comments
Loading...