ბერძენიშვილი: თუ რუსეთი ოკუპანტი არ არის, მაშინ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსი არ არის

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვინც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ეს იქნება, პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, ყველა ძალიან დაბალი დონის შარლატანია პოლიტიკაშიც და აზროვნებაშიც.

„ინფო 9“-სთან საუბარში ბერძენიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ამავე დროს, საქართველოს ყველა მხრივ ბლოკავს.

ბერძენიშვილის მოსაზრებით, თუ რუსეთი ოკუპანტი არ არის, მაშინ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსი არ არის. “ვინც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ეს იქნება, პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, ყველა ძალიან დაბალი დონის შარლატანია პოლიტიკაშიც და აზროვნებაშიც. სალომე ზურაბიშვილმა ამით დაამტკიცა, რომ ის აზრზე არ არის, საქართველო რა ქვეყანაა. როგორც ჩანს, ის პარიზიდან კარგად ვერ გაერკვა, სად და რომელ ქვეყანაში მოდიოდა. თუ რუსეთი ოკუპანტი არ არის, მაშინ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსი არ არის“, – დასძინა ბერძენიშვილმა.

Comments
Loading...